ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საქართველოში, ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები განიხილა.
საბჭომ, განიხილა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი, 3 კლინიკური შემთხვევა და სხვა საკითხები, რაც ექიმების სერტიფიცირებას და უწყვეტი განათლების საკითხებს შეეხება.
მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, როგორც სისტემაში შემავალი უწყებები, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.