„მიმდინარე საქმეზე გამოკითხულია არა მარტო ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები“, - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.
„სააკაშვილის ჯანმრთელობა საბაბად მოაქვთ. მთავარი მიზანია, რომ მსჯავრდებული და განსასჯელი რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან. ჯანმრთელობაზე აპელირება მხოლოდ ამას ემსახურება“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.