„კარგად მესმის, რომ ბაქნის მთლიანი ცვლილება მოგვიწია, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოს ჩატარება, თუმცა, ის დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია.“– განაცხადა კახა კალაძემ.
"დაახლოებით, 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები, თუმცა კომპანიამ მოითხოვა რამდენიმე კვირით ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით ამას, რადგან, ფაქტობრივად, ყველაფერი ბოლოშია გასული და ძალიან მალე უნდა დასრულდეს" - აცხადებს თბილისის მერი.