„ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო. საბოლოო გადაწყვეტილებას ორიოდე დღეში ყველას მოგახსენებთ,“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატურაზე მელიას მხარს მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და დიდი ალბათობით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაუჭერენ.