მისი თქმით, თუ ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს, „მათი მხრიდან მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება იქნება ცენტრალურ მთავრობაზე“.
ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეაჯამეს.