შეგახსენებთ, მეგის ქარდავას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
"ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა. მომდევნო ეტაპზე კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები წარიმართება" - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
"ეს მიზნად არ ისახავს სამართლიანობის განცდის აღდგენას, ამიტომ, ეს არის შოუ, რომელიც დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა და ამ შოუს 2 ოქტომბერს დავასრულებთ" - აცხადებს აქუბარდია.