როგორც "ფორტუნას" მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, მართვის მოწმობის აღების მსურველი გადაიხდის მხოლოდ 55 ლარს და ამ ფასის ფარგლებში ხუთჯერადად შეუძლია გეგმიურად გასვლა.
მათ, ვისაც აღნიშნულ თარიღებში უკვე დაჯავშნილი აქვს თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.
კანონის პროექტის მიხედვით, B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ.