მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ხაზარაძე დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის და „ყალბი ცნობების უარყოფას“ მოითხოვს.
კალაძის ამ განცხადების საპასუხოდ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა არქივი ინგა გრიგოლიას გადაცემიდან, სადაც კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას აქებს.
ხაზარაძის თქმით, ჯაფარიძე „ლელოს“ თავმჯდომარედ, ნაცვლიშვილი - პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ირაკლი კუპრაძე კი პარტიის გენერალურ მდივნად დამტკიცდა.