თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.