„კაცმა რომ მოგისმინოს, იფიქრებს მართლაც რაღაც ღირსებასთან გაქვს კავშირი... გამეცი პასუხი თუ ხარ კაცი, თელავში უხუცესებს რა მოუყევი, ის მოჰყევი ამ ტყუილის გამო სუსიდან როგორ გაგადეს“. - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
"დღეს ის ციხეშია. მან იცის უკვე შვილის მონატრება რა არის, შვილის მონატრება... ის საუბრობს თავის პეტრეზე და უკვე იცის მან, შვილის მონატრება რა არის. ის ცოცხალია, მისი შვილები ცოცხლები არიან, მე ის ერთი ვაჟი მყავდა და ის არ მყავს და აქ დაფიქრდეს, რას ნიშნავს შვილის მონატრება" - ამბობს მაჩალიკაშვილი.