მისივე თქმით, ჩოლოიანის გარდა სხვა პოლიციელებიც უნდა დაეკავებინათ, თუმცა საქმეზე მხოლოდ ყოფილი გამომძიებელი დააკავეს. მისი თქმით, ოჯახს აქვს იმის განცდა, რომ სამართალს ვერ იპოვიან.
„დაცვის მხარემ სასამართლოს ჩარევით კომისია, ფაქტობრივად, იძულებული გახადა ობიექტური და სამართლიანი სახე შეენარჩუნებინა,“ - აღნიშნა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.
საია მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა, სამართლიან გამოძიებას, მსჯავრდადებული გამომძიებლის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს.
„ჩვენთვის მიუღებელი და დამცინავია ის ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინა, იმის მაგივრად, რომ ბრალი დამძიმებოდა, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვიბრძვით, ასე უცებ ციხიდან გამოუშვეს.“