დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ პროცესების არაგამჭვირვალედ და დაჩქარებულად წარმართვა.
კორძაიას განმარტებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოიყენებს, პარლამენტს ამის დაძლევის საშუალება აქვს და პრეზიდენტს არ მიაქცევენ ყურადღებას.
როგორც თოლორაიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, როცა ის უწყების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობდა და პარლამენტთან კომუნიკაციას ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე მუშაობდა.
„ამ კანონპროექტით დაგეგმილია არა მხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.