ბეჟაშვილის აზრით, ამის მიზანი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კვლავ მოატყუონ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ, “ფეიკ“ მტრები შექმნან და შემდეგ ამ “ფეიკ“ მტრებთან ბრძოლა და გამარჯვება აზეიმონ.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს მკურნალობა და რეაბილიტაციის გავლა საზღვარგარეთ სჭირდება და მოსახლეობამ პროტესტი უნდა გამოხატოს, რათა ხელისუფლებამ სააკაშვილისთვის შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლის გადაწყვეტილება მიიღოს.