ლადო აფხაზავა სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართავს.
„ძალიან ახლობელმა მითხრა, ხანდახან შენ ფულსაც რომ იღებ და ბავშვებს ახმარ, არ გინდა, ნუ ხარ ასეთი ხელგაშლილი.. ასეთ დროს ფიქრობ, იქნებ მართლა დამრჩეს ეს ასი ლარი?! მაგრამ ძალიან გულწრფელად გეტყვით, ასი ლარის მორჩენა კი არა, ყველაზე მეტი სწორედ მაშინ დავხარჯე“