სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
"მსურს, გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველომ ბოლო წლების მანძილზე შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ" - აღნიშნა კოლომინამ.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.