ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში 19 აგვისტოს გაჩნდა. ტყის მასივში ხანძრის რამდენიმე კერა გავრცელდა, თუმცა კონკრეტულად რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით უცნობია.
„პრევენციის მიზნით, ადგილზე კვლავ რჩებიან და აგრძელებენ სამუშაოებს, როგორც სახანძრო და სასაზღვრო ავიაცია, ასევე, მეხანძრე-მაშველები და სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები“ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.