საქართველოს, კანდიდატის სტატუსი ისევე, როგორც უკრაინას და მოლდოვას, უნდა მიენიჭოს. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ეს აღიქმება სისუსტედ და გამოიწვევს მძიმე შედეგებს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა არა იმიტომ რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, როგორც სახელმწიფომ - მთავარია, დაინახოს კომისიამ, რომ პერსპექტივაში შეუძლია საქართველოს ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.