„ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც 15 წელია საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ, უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფენ.
„რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა - მინდა ქართველები დავარწმუნო, რომ ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით იქნება დაფასებული“