"ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალიც. საქართველოს მდიდარ კულტურასა და ბუნებას ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის", - წერს პრემიერი.
"აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე", - აღნიშნულია ITB Berlin-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
"ეს არ იყო რიგითი გადაწყვეტილება ანუ საქართველოს რიგითობით კი არ მოუწია მასპინძლობის სტატუსის მიღება, არამედ ეს არის როგორც „აითიბი ბერლინთან,“ ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი".