როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მათ ღამე ბერდიანსკში გაათენეს და ახალ ვასილივკასკენ მიემართებიან. გეგმის მიხედვით, ევაკუირებული მოქალაქეები ზაპოროჟიეში უნდა ჩავიდნენ.
„ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შემოვიტანთ სანქციებს, მოდით გავხსნათ ფრენა – არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრით ლაპარაკი. თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008-ში და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით“ – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.