მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები, კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიღწეული შედეგები განიხილეს.
შეხვედრაზე, მხარეები ორმხრივ დონეზე შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ - სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, ერთობლივ ფორმატში სამეცნიერო პროექტებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი და სტუდენტებს შეხვდა, რომლებსაც უწყების 2022 წლის შედეგები გააცნო.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაზე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 10 წლის საქმიანობის შედეგები იქნა წარმოდგენილი.