ირაკლი კოვზანაძის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოყოფილი თითოეული თეთრის რაციონალური ხარჯვა, რასაც ხელისუფლება აუცილებლად გააკონტროლებს.
"2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ. ლარი, მოდის კოვიდ-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე" - ირაკლი კოვზანაძე.