უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ბიძაშვილი, თამუნა ბებუას განცხადებით, ოჯახის წევრებმა ღარიბაშვილთან შეხვედრა აქამდე არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
ორგანიზატორების ცნობით, ერთ წელზე მეტია ირაკლი ბებუა ოკუპანტების ტყვეობაშია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ორ თვეზე მეტია უპასუხოდ ტოვებს ბებუას ოჯახის მოთხოვნას შეხვედრაზე.