საავადმყოფოები გადატვირთულია და იწურება ჟანგბადისა და მედპერსონალის რესურსი. გუშინ, 24 საათში ვირუსის თითქმის, 20 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 423 ადამიანი კი გარდაიცვალა.
"გამორიცხული არ არის, შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, "დელტა" შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს" - თამარ გაბუნია.