"თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ითხოვს, რომ დასაჯონ საქართველო (რომელიც უყვარს), ვინაიდან მისმა მთავრობამ საკუთარი ქცევის წესად არ აქცია ოპოზიციასთან გაფორმებული პოლიტიკური შეთანხმების ტექსტი."
„სამწუხაროდ, მისმა პოზიციამაც გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“ . ეს ძალიან სამწუხაროა. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მით უმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველო არ არის უფრო აქტიური. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია"
„იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები“, - აღნიშნა იან კელიმ.