საკრიტიკო ბევრი იქნება და ვეცდებით, ამ კრიტიკას კონსტრუქციულად ვუპასუხოთ და თვითკრიტიკულებიც ვიყოთ, – განაცხადა ჰერმან საბომ, რომელიც ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრია.
ჰერმან საბო პარტია „გირჩის“ საარჩევნო სიაში ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ადგილმონაცვლე იყო, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება პირადი მიმართვის საფუძველზე შეუწყდა.