გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს.
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრები უკვე გამოიყვანეს. ისინი თოვლში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის გუდაურიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.