მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე გამახვილდა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება.
"მიზანი, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადი გააკეთოთ, არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება" - ლიეტუვის პრეზიდენტი.
„როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა, არც ჩვენი გზა იყო მარტივი,“ - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.