მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ნათლად ასახავს, რამდენად მძიმე სიტუაციაა პოლიტიკური დევნის ნიშნით, „ქართული ოცნების“ ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში.
თუმცა, ამასთანავე ნონიაშვილი ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ არის ცალკე პარტია და იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი.
„აღსანიშნავია კრიმინალების თავშეყრის ადგილი სადაც ვინმე „მერცხალას“ სახელს ახსენებდნენ და ამომრჩევლების მიმართ შანტაჟის და მუქარის შემცველი რეპლიკებით გამოირჩეოდნენ“, - აცხადებს ნონიაშვილი.