"არ მჯერა იმ ადამიანის, რომელიც მეუბნება „ჩემთვის მიუღებელი იყო გირგვლიანის წამება, ხოლო სააკაშვილის წამება მისაღები“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
კითხვაზე, თუ დრამატულად განვითარდა მოვლენები რასაც ხელმომწერები არ გამორიცხავთ, როგორ აისახება ეს ქვეყნის იმიჯზე და ევროინტეგრაციის საკითხზე? - მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეს „პირველ რიგში ჩვენს თვითშეფასებაზე აისახება“.
გიორგი მარგველაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც 140-ზე მეტი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა.
„განცხადებას ხელს აწერს იმ ადამიანთან ერთად, რომელზეც პრეზიდენტობის დროს თვლიდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი უბედურების დამტრიალებელი იყო. ეს არც ადამიანობაში ჯდება და არც არანაირ პრინციპებშიც.“