„წარმოუდგენელია ამ ზიზღმა არ წალეკოს ქვეყანა“, „პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ხსნას და გამოსავალს მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებასა და კონფრონტაციაში ხედავს“ - აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
ცნობისათვის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის აუდიო-მტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც მათი განცხადებით, ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს.