„ბოლო კვირების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა იყო, რომ საკონკურსო კომისია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და იქ რაიმე ტიპის ჩარევა უნდა მომხდარიყო.“ – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მოულოდნელს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ის ამავე თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.