მისივე თქმით, თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი საბოლოო ვერსიაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მთავარი კრიტერიუმია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს.
მსგავსი სიტუაციებით მანიპულირება არ შეიძლება. სისულელე თქვა იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა, - თქვა ბექა დავითულიანმა პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის პასუხად
ჩვენ თქვენგან განსხვავებით დავდივართ გარდაცვლილ ადამიანებთან და მივალთ ზეგ ედიშერ კვარაცხელიას სამძიმარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს უკრაინიდან, - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
„ივანიშვილმა ის მაშინ არ დააკავა, როცა მაჩალიკაშვილების ოჯახი გაუბედურდა, როცა კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდა ვახა მაჩალიკაშვილი, მაგრამ დააკავა მაშინ, როცა ამ სისტემას შეექმნა საფრთხე“