ენმ-ს წევრის, ანი წითლიძის თქმით, მანქანის დაწვამდე ხარჩილავა „ქართული ოცნების“ კორუფციული გარიგებების მხილებასა და პროკურატურისთვის ამის დამადასტურებელი მასალების გადაცემას აპირებდა.
„რას ვუკავშირებ? რჩება დასკვნა - ეს არის ჩვენი მიდგომები, ის, რომ ჩვენ არ ვართ მუჭში მოქცეული თვითმმართველობა, რომ არ არის მორჩილი თვითმმართველობა, რომელიც რეფორმებს ატარებს და კორუფციულ სქემებს ავლენს“ - ამბობს წალენჯიხის მერი.