ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა უკრაინის იარაღით მომარაგებისა.
დასავლური მედია წერს, რომ ბერბოკი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც კიევს ეწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვლის ბოლოს უკრაინაზე არაპროვოცირებული შეტევა დაიწყო.