GDI სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ შესაძლო ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევაზე.
"მმართველ პარტიას მითვისებული აქვს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები - როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია" - აღნიშნულია ანგარიშში.
"უკანონო მიყურადების შესახებ გავრცელებული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლისა და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე" - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".
"საერთო სასამართლოები მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების დევნას, გასამართლებას და უმკაცრესი სანქციებით დასჯას აგრძელებენ. GDI სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს" - აცხადებენ ორგანიზაციაში.