სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
აფეთქების დროს სახლში 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.