ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტრო ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებს რეგულარულად, მათ შორის სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო თუ წლიური შეხვედრების ფორმატში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.