ანგარიშის თანახმად, გარდა ამისა, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც 2023 წელს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით დასტურდება.
„ჩვენ სასამართლოს ფემიციდი არ ჰგონია საკმარისად მძიმე დანაშაული, საკმარისია ნაძირალა მკვლელმა დააყრანტალოს, ვაღიარებ რომ მოვკალი და ვნანობო - ეგრევე აღარ განიხილება სამუდამო პატიმრობა… ჩვენი სასამართლოს დიდი სირცხვილია ეს ვიწრო ხედვა!“