მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) კი აცხადებს, რომ „თუ ასეთი ტოტალური, უკანონო მოსმენები, მიყურადება ხდება ჩვენ სახელმწიფოში, ეს არის დიდი ბოროტება“.
„არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან, რა წარმოშობის არის ის მასალები, რომლებსაც ასე ატრიალებდნენ ჩვენი ოპონენტების მედიასაშუალებებში.“
„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც.“