„ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“
პაპუაშვილის შეფასებით, დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას, ასევე, "ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში".
„ეს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება საერთო ენის გამონახვა“ - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამედიცინო მომსახურებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები“ - აცხადებს კობახიძე.