2021 წელს, თბილისში, „დინამო არენაზე“ შესაძლოა, ევროპა ლიგის ფინალი გაიმართოს. შესაბამისი ინფორმაცია uefa-მ გამოაქვეყნა. თბილისთან ერთად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობისთვის ესპანეთის ქალაქი სევილია განიხილება. უეფა არჩევანს ამ ორ ქალაქს შორის გააკეთებს, გადაწყვეტილებას კი 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადებს.