როგორც განცხადებაში წერია, პარტია არ აპირებდა ამ თემებზე საჯაროდ საუბარს, რადგან საზოგადოებას ქვეყანაში არსებული უფრო მძიმე გამოწვევები აწუხებს, თუმცა აუცილებელი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის დაფიქსირება.
პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძე 16 მარტს გაკეთებული შეფასების გამო გააკრიტიკა, როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო.