"ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს", - ამბობს მინისტრი.
აქციის პარალელურად, ეროვნულ მუზეუმში კულტურის სამინისტროს ეგიდით ღონისძიება იმართება, რომელსაც დიპლომატები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა.