როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს – 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11 300 აშშ დოლარს გაუტოლდება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში სავარაუდოდ მკვეთრად შესუსტდება 2022 წელს არსებული 7 პროცენტიდან 3 პროცენტამდე 2023 წელს, რადგან ზრდა შენელდება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში.