მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები, რომ „სააკაშვილი არ ჭამს და თავს იზიანებს“, ედუარდ სააკაშვილს უქმნის განცდას, რომ „საზოგადოების შემზადება ხდება მისი შესაძლო სიკვდილისთვის“.
„რაც გვაიმედებს, არის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა და ყურადღება ამ საკითხის მიმართ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს გაგრძელდეს“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
„მსოფლიომ ნახა რამდენად შოკის მომგვრელია ფოტოები, რომელიც გავრცელდა და რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა. მთავრობა ამბობს, რომ ეს არის ინსინუაცია, რომ ყველაფერი ყალბია და ა.შ , მაგრამ სრულიად აშკარაა, როგორ მძიმდება მისი მდგომარეობა"