„დიდი თავდაცვითი ხაზების მშენებლობა კიდევ ერთი ილუსტრაციაა იმისა, რომ რუსეთი უბრუნდება პოზიციურ ომს, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდწილად მიატოვეს დასავლეთის თანამედროვე არმიებმა.“
ბრიტანეთის სპეცსამსახურის შეფასებით, მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ 10 ოქტომბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევისა, რუს სამხედროებს საბრძოლო მასალები უმთავრდებათ და ეს ადგილებზე მყოფმა მეთაურებმა იციან.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან 7 დღეში ქვეყნიდან რუსეთის მრავალი მოქალაქე გავიდა, რომელიც გაწვევას თავს არიდებს.