თალაკვაძე: არახამია თუ ამაყობს ქართული წარმომავლობითა და ფესვებით, სულ მცირე, უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა არც ერთ ქართველს არ მოუგია ისტორიაში და ვერც ის მოიგებს
„ღარიბაშვილი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას” - არახამია
„არახამია ცდილობს შეფასებები გააკეთოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და მეტ-ნაკლებად მიუმხრობელი არბიტრის როლი ითამაშოს, როდესაც იგი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებით უნდა იცნობდეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას“