"მედია საზოგადოებას ზაფრავდა, ამაში კი მას ხელს უწყობდა "ემპათიის" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი - მას იყენებს სააკაშვილი, რომ ყველანაირი აბსურდული ვერსია გაამყაროს" - ამბობს პაპუაშვილი.
"საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსება კვლავაც მიგვაჩნია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველად და დაუშვებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცენტრის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მიმართეს, ასევე, წერილს გაასაჩივრებენ იუსტიციის მინისტრთან და საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა.
„ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებით ექსპერტიზა, მათ შორის, სტამბოლის პროტოკოლით, რაც გულისხმობს, როგორც უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზს, გაიცემა რეკომენდაციები“, - განაცხადეს ცენტრში.