როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა.
სიორიძის თქმით, ამომრჩევლის ნება გამოხატული უნდა იყოს თანასწორ და თავისუფალ გარემოში. როგორც მანვე აღნიშნა, არჩევნების შედეგი არის ხალხის წარმომადგენლობის, ინსტიტუტების ლეგიტიმაცია.
72 ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენებია გადათვლილი, 239 უბნის მონაცემები უცვლელი დარჩა, 121 უბანზე მონაცემები მცირედითაა შეცვლილი, იყო ხარვეზებიც, - აცხადებენ ცესკოში.
პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში კანდიდატს აღარ აქვს 51%-ის გადალახვის ვალდებულება. გამარჯვებულად ითვლება ის პირი, ვინც ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს.